Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დღეს, ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა
Georgian Hot News
21 December 2014, 01:22
დღეს, ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. იუბილეს აღსანიშნავად გვარდიელები და მიწვეული სტუმრები ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეიკრიბნენ.
გვარდიელებს იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა მიულოცეს.
სიტყვით გამოსვლისას გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გვარდიელებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, ქართულ არმიაში გვარდიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქვედანაყოფის განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
ლევან ღირსიაშვილმა პირად შემადგენლობას, თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის სახელით, იუბილე მიულოცა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ეროვნული გვარდიის განვითარებაა. მინისტრის მოადგილე რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის დახვეწისა და დასავლურ სტანდარტებთან გათანაბრების საკითხსაც შეეხო.
საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო მზადყოფნაში მიღწეული წარმატებისათვის სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. მე-20 და მე-10 კადრირებული ბრიგადების მეთაურებს, პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილსა და ვიცე-პოლკოვნიკ დავით ფოფხაძეს საშტატო იარაღები - შაშხანები გადაეცათ.
დღესვე, 130 გვარდიელი სხვადასხვა სახის უწყებრივი მედლით - ,,გენერალი კვინიტაძე", ,,გენერალი მაზნიაშვილი", ,,სამშობლოსათვის თავდადებული", ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის" დაჯილდოვდა. ეროვნული გვარდიის 108 წარმომადგენელს გენერალური შტაბის უფროსის სახელით მადლობა გამოეცხადა.
საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ჩოხოსნებმა სახელმწიფო დროშა აღმართეს. პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. მამა დავითმა ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა დალოცა.
ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა.

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი